ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზურაბიშვილის იმ განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, პარლამენტი არალეგიტიმურია, ამიტომ ახალ პრეზიდენტს ვერ აირჩევს და ის რჩება პრეზიდენტად.
კალაძის თქმით, ზურაბიშვილი ოთხ კვირაში დაამთავრებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ღირსეული და რაც მთავარია, პატრიოტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი. ზურაბიშვილი ოთხ კვირაში დაამთავრებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.