გუშინ, თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.
"14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.