აქცია აჭარის ტელევიზიასთან

30 ნოემბერი 2024, 18:18 273 ნახვა

„ბოიკოტი აჭარის ტელევიზიას, სანამ პრაიმტაიმში სტუდიურ გადაცემებში აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს საეთერო დრო არ დაეთმობა“- ეს გადაწყვეტილება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეკრებილებმა აქციის მონაწილეებმა მიიღეს.
ისინი მეორე დღეა მაუწყებლის პირდაპირ ეთერს არა გარე ჩართვებით, არამედ სტუდიიდან ითხოვენ. ამ მოთხოვნაზე მაუწყებლის მენეჯმენტიდან დადებით პასუხს ისინი დღის ოთხს საათამდე ითხოვდნენ შემდეგ კი ბოიკოტი გამოუცხადეს მაუწყებელს.
აქვე დავძენთ, რომ მაუწყებელი უწყვეტ რეჟიმში აშუქებს საპროტესტო აქციებს დედაქალაქსა და თბილისში. აქციის მონაწილეებმა ეს განცხადებებიც პირდაპირ ეთერში გააკეთეს, თუმცა ისინი პრინციპულად მოითხოვენ საეთერო დროს სტუდიიდან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი