აქციე იდეა რეალობად

18 აპრილი 2017, 00:00 3787 ნახვა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო" შესაძლებლობას გაძლევთ, ბავშვთა დაცვისა და განათლების საკითხებზე თქვენი იდეები ჩვენი დახმარებით 3-წუთიან  კლიპად აქციოთ.

კონკურსის ჟიური გამოავლენს ყველაზე კრეატიულ, ორიგინალურ და საინტერესო იდეებს.

გამარჯვებული სამი იდეის გადასაღებად მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას და საზმაუწყებლის პლატფორმებზე განთავსებას თავად მაუწყებელი უზრუნველყოფს.

კონკურსის წესები:

  • სცენარის იდეა უნდა იყოს ბავშვთა დაცვისა და განათლების საკითხებზე;
  • სცენარის იდეა უნდა იყოს ორიგინალური, არ წარმოადგენდეს აქამდე არსებული სხვა რეკლამის იდეის კოპირებას;
  • რგოლის ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 3 წუთია;
  • ერთ კონკურსანტს მხოლოდ ერთი იდეის მოწოდება შეუძლია; 
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ თანამშრომლებისა;
  • მაუწყებელი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული  სცენარის იდეა მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს;
  • ჩამოაყალიბეთ თქვენი საკონკურსო იდეა წერილობით და გამოგვიგზავნეთ info@ajaratv.ge  
  • გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა და მიამაგროთ წერილობით ჩამოყალიბებული თქვენი საკონკურსო იდეა.  

ნამუშევრის გამოგზავნისას თქვენ ავტომატურად ადასტურებთ კონკურსში მონაწილეობის სურვილსა და თანხმობას ამ წესებსა და პირობებზე.

გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ: ჩვენ მხარს ვუჭერთ  საზოგადოებრივ აქტივობებს.

კონკურსი  01 მაისამდე  გაგრძელდება.

გამარჯვებული სცენარის ავტორები 03 მაისისთვის გამოვლინდებიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი