უამინდობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით მუშაობას წყვეტს

28 ნოემბერი 2024, 17:25 106 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.

გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

„ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძლებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში