პარლამენტთან ისევ რჩებიან აქციის მონაწილეები. ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 26 ოქტომბრის არჩევები გააყალბა, შესაბამისად, მათივე თქმით, ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, რის გასაპროტესტებლადაც საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.