მიიღებს თუ არა არსებითად განსახილველად არჩევნებთან დაკავშირებულ სარჩელებს საკონსტიტუციო

22 ნოემბერი 2024, 14:52 251 ნახვა

ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონტიტუციო სასამართლო  პრეზიდენტისა და  პარლამენტის 34 მოქმედი დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. სასამართლოში ორივე სარჩელი  იდენტური შინაარსით არის რეგისტრირებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის და  მეორე კოლეგიის თავმჯდომარის  მანანა კობახიძის განცხადებით, განმარტებებს და წინასწარ შეფასებებს სარჩელებთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს და დოკუმენტები და სარჩელები  დამუშავების ეტაპზეა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.

გუშინ სასამართლოში  კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სასამართლოს ამჯერად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა დეპუტატმა მიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში