საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ფინეთის ნაკრებს სძლია

21 ნოემბერი 2024, 22:40 292 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპოოში ფინეთს ეთამაშა და ანგარიშით 90 - 83 დაამარცხა. მატჩის მიწურული დაძაბული აღმოჩნდა, რადგან წუთნახევრით ადრე ფინელებმა 12 ქულიანი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო წამებზე შეძლო გამარჯვების მოპოვება. განმეორებით მატჩს საქართველოს ნაკრები კვირას, 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში