ათასობით მიგრანტი მექსიკიდან აშშ-ში შეღწევას ტრამპის ინაუგურაციამდე ცდილობს

21 ნოემბერი 2024, 09:56 339 ნახვა

სამხრეთ მექსიკიდან ამერიკის  შეერთებული შტატების საზღვრის მიმართულებით ათასობით მიგრანტი გაემართა. ისინი ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას, სანამ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, რათა თავიდან აიცილონ მიგრაციის კონტროლის მკაცრი ზომები.

ქარავანი, რომელიც დილის 5 საათის შემდეგ დაიძრა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკელი მიგრანტებისაგან შედგება. ისინი  იმედოვნებენ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მობილური აპლიკაციის  სისტემა  მუშაობას უახლოეს კვირებში გააგრძელებს. მიგრანტებმა ასევე მიმართეს მექსიკის მთავრობას, დაუშვას მათი თავისუფალი გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით, რათა ხელი შეუწყოს მათ შეღწევას აშშ-ში.

ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე ქარავანი შეერთებულ შტატებში შესვლის იმედით ცდილობდა აშშ-მექსიკის საზღვრამდე მისვლას და უსაფრთხოების მიზნით მასობრივ ჯგუფებად მოგზაურობდა, თუმცა უმეტესობა გზაში დაშალეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში