უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეათასე დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის გზავნილისთვის.
„მადლობა თქვენი გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ორივე ერისთვის მშვიდობიანი განვითარებული მომავლის იმედი გვაქვს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსში“.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის დაწყების მეათასე დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოაქვეყნა.