„იმედის“ გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს

20 ნოემბერი 2024, 10:50 174 ნახვა

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც  ნათქვამია, რომ ადგილზე    „იმედის“  გადამღები ჯგუფებისთვის მუშაობა შეუძლებელი გახდა და აქციის მონაწილეების მხრიდან მიმდინარეობდა თანამშრომლების ფიზიკური დაზიანების საფრთხე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით დაზიანებულია ტექნიკა და უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს.  

კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები იმედის ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვის პარალელურად სკანდირებენ და კამერას გადაღებაში ხელს უშლიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში