საქართველოს 21 წლამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

20 ნოემბერი 2024, 00:59 125 ნახვა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრებმა პენალტების გასვლაზე ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპირველობის საგზური მოიოპოვა. პირველი შეხვედრა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული.

დაძაბულ შეხვედრაში მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც საყრდენ ზონაში ბურთი გაგნიძეს აართვეს და პირისპირ გასულმა ბელიომ ხარატიშვილის კარი დალაშქრა. სტუმრებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ, თუმცა პირველივე სახიფათო შეტევისას გაგნიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

63-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის დარტყმული ბურთი ო. მამაგეიშვილს ხელზე მოხვდა დაბელიომ პენალტით ხორვატები ისევ წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ჩვენს გუნდზე ზეწოლა გააძლიერეს, შეცვლაზე შესული სტოიკოვიჩის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან უგრეხელიძემ გამოიტანა. მერე საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა, აზაროვმა საჯარიმოდან ლომინაზეს პასი გაუკეთა და მან თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში კვერნაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა. ხორვატებმა კი კომპენსირებულ დროში გაგვიტანა და ძირითადი დრო 3:2 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 7:6.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში