თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად - ირაკლი კობახიძე პატრიარქს მილოცვისთვის მადლობას უხდის

17 ნოემბერი 2024, 14:16 216 ნახვა

Მინდა, უწმინდესს და უნეტარესს მილოცვისთვის უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული გზავნილი, რომელიც განცხადებაში იყო წარმოდგენილი, ძალიან ყურადსაღებია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი