ქვეყნის პარლამენტს ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება, ეს არის მოსახლეობა - პრემიერი

17 ნოემბერი 2024, 14:10 230 ნახვა

არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია. ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია და ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა.

„სწორედ ქართველმა ხალხმა მიანიჭა პარლამენტს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეხვედრას, ვადები არის დადგენილი კონსტიტუციით. ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, ეს არის, რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი