პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება

17 ნოემბერი 2024, 15:10 232 ნახვა

„დაიბრუნე ხმა“- ამ სახელწოდებით  სადამკვირვებლო ორგანიზაციები  დღეს აქციას გამართავენ საქართველოს პარლამენტთან, აქცია 19 საათისთვის არის დაანონსებული.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.
ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.
გარდა ამისა, ხვალ სტუდენტები რამდენიმე ადგილიდან მსვლელობით დაიძვრებიან რუსთაველის გამზირისკენ და შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი