ბათუმი უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინელმა მოხალისეებმა ერთ-ერთ უკრაინულ რესტორანში ფან ზონა გახსნეს

16 ნოემბერი 2024, 19:44 313 ნახვა

უკრაინელმა მოხალისეებმა ერთ-ერთ უკრაინულ რესტორანში ფან ზონა გახსნეს. ფეხბურთის გულშემატკივრებს  ქველმოქმედების შესაძლებლობაც ექნებათ. გათამაშდება მატჩის ბილეთებიც.
რაც შეეხება აუქციონისთვის განკუთვნილ ლოტებს,   საქართველოს ნაკრებიდან წარმოდგენილია საქართველოს დროშა, ნაკრების ყველა მოთამაშის ხელმოწერით, უკრაინის ნაკრებიდან კი უკრაინის დროშა ყველა მოთამაშისა და მწვრთნელის  რებროვის ხელმოწერით. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიების მთავარი მიზანია შეგროვდეს თანხა  რომელიც, ომში მყოფ როგორც უკრაინულ ასევე ქართულ ბატალიონებს ჩაერიცხებათ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო გუნდები ერთმანეთს ბათუმი არენაზე უპირისპირდებიან. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში