საღებავის შესხმაზე სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა, იფიქრეთ, სანამ ღილაკს დააჭერთ, სოციალური ქსელები ბავშვებსაც აქვთ - რატი ბრეგაძე

16 ნოემბერი 2024, 17:51 117 ნახვა

საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ბრეგაძის თქმით, საღებავის შესხმაზე სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა.

„საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ“, – დაწერა რატი ბრეგაძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში