პერფორმანსი სააპელაციო სასამართლოსთან

15 ნოემბერი 2024, 18:07 184 ნახვა

მაკულატურად ქცეული სამართალი - ოპოზიციამ სააპელაციოსთან ფურცლების პერფორმანსი მოაწყო. სააპელაციო სასამართლოში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოს და საია-ს სარჩელებს განიხილავენ დღეს მხარეების მონაწილეობის გარეშე. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.
საქმეს მოსამართლეთა კოლეგია- თამარ ონიანი, ნინო ჭიჭილაშვილი, ილონა თოდუა განიხილავენ. ოპოზიციის თქმით, დღეს სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს და უნდა დააკანონონ გაყალბებული არჩევნები. ოპოზიციის თქმით, სასამართლომ დღეს ვერ გაბედა მხარეთა მონაწილეობით სხდომის ჩატარება.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საია-ს სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ამიტომ პროცესმა სააპელაციოში გადმოინაცვლა. საარჩევნო დავებისთვის სააპელაციო სასამართლო ბოლო ინსტანციაა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში