სტუდენტების განცხადება ბსუ-ში

14 ნოემბერი 2024, 17:57 222 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ახალგაზრდულ მოძრაობას „გუშაგი“ აყალიბებს და საპროტესტო აქციებს იწყებს. დღეს ისინი უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს, სადაც არჩევნების შედეგებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებამ მათ ევროპული მომავალი წაართვეს.
ამ პროცესში კი მათივე თქმით, აქტიურად იყვნენ ჩართულები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.
ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ, თუმცა კონკრეტულ გეგმაზე ჯერ არ საუბრობენ.
ისინი ხვალ 18 საათზე უნივერსიტეტის შესასვლელთან შეიკრიბებიან და საკუთარ პოზიციას სტუდენტებს სწორედ იქიდან გააცნობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში