ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო

14 ნოემბერი 2024, 17:29 447 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტაძრის ფასადის, სამხრეთ კოშკის, კიბეების, ვიტრაჟების რესტავრაცია.

რესტავრაციის პირველი ეტაპის ფარგლებში შეკეთდა ტაძრის სახურავი, მოეწყო წყალსაწრეტი სისტემა და სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ ღობეს, მოეწყო გარე განათების სისტემა.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად გაეცნო.

საკათედრო ტაძარში მიმდინარე პროცესი ადგილზე ნახეს ასევე  ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და  აჭარის განათლების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილემ ზაურ ახვლედიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში