საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ყველამ, ვინც იქ იყო, ეს იცოდა -ევროპარლამენტარი ანდრიას ლასლო

14 ნოემბერი 2024, 10:01 178 ნახვა

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ყველამ, ვინც იქ იყო, ეს იცოდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიას ლასლომ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებმა გააკეთეს დემოკრატიული არჩევანი.

„მე ვიყავი საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოს არჩევნებზე და გაოგნებული ვარ იმის გამო, რაც მოხდა. საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა. ყველამ, ვინც იქ იყო, ეს იცოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ ენდობიან არჩევნების სამართლიანობას, ასე მითხრეს ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლებმა, ასე მითხრეს ამომრჩევლებმა და მე ვესაუბრე რამდენიმე მათგანს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. მცირე პროვოკაცია, ინციდენტები მოხდა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, მაგრამ არა ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა.

სხვაობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიცემულ და ოპოზიციის სასარგებლოდ მიცემულ ხმებს შორის 300 ათასზე მეტია. გაყალბების შესახებ ცნობები ახლოსაც კი ვერ მივა იმ მასიურ გამარჯვებასთან, რომელიც პარტია "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა. შემდეგ კი გააქტიურდნენ პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ დესტაბილიზაცია და პროტესტების გაღვივება.

ქართველებმა გააკეთეს დემოკრატიული არჩევანი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ბევრს არ მოსწონს ევროკავშირში, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შემდეგ თავის პირველ განცხადებაში გარკვევით განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორობა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან“, – განაცხადა ანდრიას ლასლომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში