“სამართლიანი არჩევნების” ბრიფინგი

13 ნოემბერი 2024, 10:44 227 ნახვა

ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია  -  ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი განმარტებით,  275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება, 243 საარჩევნო უბანზე  კი კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად სჭარბობს. 

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკომ  ამ დრომდე  ვერ უპასუხა მათ მთავარ კითხვებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში