გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა მიულოცა

16 აპრილი 2017, 00:00 2510 ნახვა

პოლიციელებთან და ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა აღდგომის დღესასწაულს გიორგი მღებრიშვილი. შინაგან საქმეთა მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.

ლიტურგიაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პოლიციელები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაულის დადგომა მიულოცა. ინფორმაცია და ვიდეო-მასალა შინაგან საქმეთა სამინსტროს ვებ გვერდზე გავრცელდა.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი