გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ბაქოში

12 ნოემბერი 2024, 12:08 232 ნახვა

რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველო  საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის შესამცირებალდ - ამ მიმართულებით გზავნილებსა და გეგმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან რამდენიმე ქვეყნის ლიდერი დღეს  ბაქოში მოისმენს, სადაც  გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის სამიტი იხსნება.  

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

ლიდერები იმსჯელებენ იმ ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. 

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში