ბაქოში კლიმატის სამიტი იწყება

11 ნოემბერი 2024, 14:05 215 ნახვა

ბაქოს სტადიონზე, სადაც  გაეროს კლიმატის სამიტი უნდა დაიწყოს, სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები, დელეგატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან.

აზერბაიჯანის დედაქალაქში შეკრებილი დელეგატები იმედოვნებენ, რომ გადაჭრიან სამიტის  დღის წესრიგის მთავარ საკითხს - მიაღწევენ შეთანხმებას განვითარებადი ქვეყნებისთვის წლიურად ერთ ტრილიონ დოლარამდე კლიმატის დაფინანსების შესახებ. 

სამიტის მოლაპარაკების პრიორიტეტულ საკითხებს შორის, კლიმატური გამოწვევების გარდა,  ეკონომიკური პრობლემების საკითხები, უკრაინისა და ღაზის ომები  და გასულ კვირას მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევაა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უარყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში