დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა

10 ნოემბერი 2024, 22:00 265 ნახვა

თბილისში, საორგანიზაციო ჯგუფის “დაიტოვე” მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

მოქალაქეებმა, საპროტესტო მსვლელობისას მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, რის გამოც, დედაქალაქში, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იყო.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა სავალი გზის გახსნისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც, სხვადასხვა ტერიტორიაზე, რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი მოქალაქეები გაერთიანდნენ და ევროპის მოედანზე გადაინცვლეს.

სამართალდამცველების თქმით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ იმყოფებოდა, რომ გზის გადაკეტვის საჭიროება დამდგარიყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ მათი გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, დემონსტრანტების იდენტიფიცირება და კანონით დადგენილი ზომების მიღება მოხდებოდა.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, არ აპირებენ გაჩერებას და აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

მათი მთავარი მოთხოვნა, საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარებაა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში