ხმაურიანი სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

10 ნოემბერი 2024, 14:54 307 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკო სხვა საკითხებთან ერთად პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სავარაუდო დარღვევების შესახებ საჩივრებსაც განიხილავს, რითაც ისინი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა და არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვენ. 
მიიჩნევენ, რომ დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი.  საჩივრების განხილვისას ცესკოს თავმჯდომარემ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გაფრთხილების შემდეგ სხდომიდან გააძევა, რომელმაც ცესკოს გამყალბებელი, არჩევნებს კი რუსული სპეცოპერაცია უწოდა.
ურთიერთბრალდებები ისმოდა სხდომაზე კიდევ ერთი საკითხის განხილვისას, მაშინ როცა კომისიამ საზღვარგარეთ გახსნილი უბნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში