აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან - ილჰამ ალიევი

10 ნოემბერი 2024, 14:17 251 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე საბოლოო შეთანხმებასთან, ახლოს არიან. ამის შესახებ, ალიევმა გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ალიევის თქმით, სომხეთს კვლავ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ კონსტიტუციური საფუძვლით და სომხეთის მიერ, დოკუმენტის ტექსტის წინადადებების მნიშვნელოვანმა დაგვიანებამ, პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები, გაერო-ს კლიმატის კონფერენციის დასრულების შემდეგ განახლდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი