ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

09 ნოემბერი 2024, 13:58 635 ნახვა

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია ე.წ. ემტეესის დასახლებაში მოხდა.

გარდაცვლილი 19-წლის ახალგაზრდა კაცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 35 წლამდე კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, გზის განაპირად გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი