ამერიკის დღეები ბათუმში

15 აპრილი 2017, 00:00 2665 ნახვა

25-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საიუბილეო ღონისძიებებს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მართავს. თარიღთან დაკავშირებით, ხუთდღიანი საზეიმო აქტივობები ბათუმშიც დაიგეგმა. 

ამერიკის დღეები 24 აპრილს, 12 საათზე, ამერიკულ კუთხეში, ამერიკის საელჩოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისასალმებელი მიმართვებით გაიხსნება და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმის „ურბანული დაგეგმარება“ (“Urban Planning”) ჩვენება/დისკუსიით გაგრძელდება. 15 საათზე კი, ნობელის მუზეუმში ფოტო-გამოფენა თემაზე "ჯონ სტეინბეკის და რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში“ გაიმართება.

 ამავე საღამოს, 18:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძის პატრონაჟით, ფლეშ-მობი და კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება. 25 აპრილს, 11 საათზე საიუბილეო ღონისძიებები "ამერიკანისტიკის კონფერენციით" (American Studies Conference) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიგაიხსნება. აქვე ოლიკო ჟღენტის დოკუმენტურ ფილმს „ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალი“ (John Steinbeck and the Russian Journal”) ჩვენება გაიმართება.

 რეჟისორ ოლიკო ჟღენტის დოკუმენტურ ფილმს „ვიხსენებთ ბალანჩინს“ ( “Balanchine and the Ballet”) ჩვენება/დისკუსია ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში 11:00-12:00სთ გაიმართება. ამავე დღეს, საიუბილეო თარიღის აღშანიშნავად, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მხატვარ ნინო ნიჟარაძის გამოფენა - „ეპისტოლარული გრაფიკა“ გაიმართება. 

დღეს კი "ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის" კონცერტი (Jazz Big Band Batumi) "ამერიკული მუსიკის დღე" დაასრულებს , რომელიც, საზაფხულო თეატრში, 18 საათზე დაიწყება. 

26 აპრილი კი ამერიკული ფილმების დღეს დაეთმობა – Hollywood comes to Georgia! მთელი დღის განმავლობაში, ფილმის ჩვენებები (ინგლისურად, ქართული სუბტიტრებით) ბათუმის ამერიკული კუთხეში მოეწყობა. 27 აპრილს, 16:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდა თემაზე „სამოქალაქო აქტივობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში, და მედია კომუნიკაციები“ გაიმართება. 19 საათზე კი, ჯანსაღი ცხოვრების სტილის შესანარჩუნებლად, ველორბოლა დაიგეგმა. „კრიტიკული მასა ბათუმი“ (Critical Mass Batumi) სტარტს ანბანის კოშკიდან აიღებს. 

28 აპრილს საინფორმაციო გამოფენა დაიგეგმა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 13:00-16:30 გაიმართება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელთაც აშშ-ის საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გთავაზობთ. ასევე, ნახავთ ინფორმაციას საგანმანათლებლო EducationUSA და საგრანტო პროგრამების შესახებ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი