საქართველოს ფუსტალის ეროვნული ნაკრები ლატვიასთან 2:6 დამარცხდა 

08 ნოემბერი 2024, 09:08 255 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:6 დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გოლები გიორგი ღავთაძემ და არჩილ სებისკვერაძემ გაიტანეს.

სებისკვერაძემ ლატვიის წინააღმდეგ ნაკრებში მეასე მატჩი ჩაატარა. 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 58 სანაკრებო გოლია.

ლატვიასთან მატჩებით საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაასრულა.

ევრო 2026-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში ჩვენი გუნდი 13 დეკემბერს, კოსოვოს უმასპინძლებს. 18 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში