16-17 აპრილს ბათუმში, ფერიის სასაფლაოს მიმართულებით, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. #11 ავტობუსი სავაჭრო ცენტრ ,,ბათუმის” მიმდებარე ტერიტორიიდან გავა. სპეციალურ რეჟიმში 9 ავტობუსი, 12-12 წუთიანი ინტერვალით იმუშავებს. ქალაქის მერიამ გადაწყვეტილება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო