სააპელაციო სასამართლომ საია-სა და სხვა ორგანიზაციების საჩივრები 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილების შესახებ არ დააკმაყოფილა  

07 ნოემბერი 2024, 15:30 229 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ეხებოდა არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება უბნებს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.

საია, სადამკვირვებლო მისია „ჩემს ხმასთან“ ერთად, ითხოვდა, გაბათილებულიყო ყველა ის უბანი, რომლებზეც ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა. ამის მთავარ მიზეზად კი კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას ასახელებდა. ერთ-ერთ საფუძვლად სახელდებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკო-ს შუამდგომლობა და ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, ჯამში, 26 საჩივარზე მიმდინარეობდა მსჯელობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ასევე ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურის სადემონსტრაციო ექსპერიმენტი.

აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეროვნულ სასამართლო დონეზე საბოლოოა და უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება, თუმცა საია-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი