ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციათა საარჩევნო სარჩელები არ დააკმაყოფილა და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა დაუშვებლად ცნო.
შესაბამისად მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციები იმერეთისა და აჭარის რამდენიმე ოლქში უბნების ბათილად ცნობასა და კომისიის თავმჯდომარეების დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ.