„ფოქს ნიუსის“ წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა აქვს, დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ ვიცე პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კი – 226.
არჩევნებში ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიიდან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატიული პარტიიდან – ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უპირისპირდებიან.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.