ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად - ნათია იოსელიანი ცესკოში ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნაზე

05 ნოემბერი 2024, 14:44 256 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად, - ასე უპასუხა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკოში ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ ჩაინიშნოს სხდომა, რომელზეც ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხის განხილვა მოხდება.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკოს სხდომები კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართება.

„მიმდინარეობს სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცესკო-ში. იცით, რომ სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ, საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცესკო-ს სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეჯამდება. სხდომები კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით არ და ვერ იმოქმედებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესს ესწრებოდნენ როგორც ცესკოს წევრები, მათ შორის პარტიის მიერ დანიშნული, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში