ოპოზიცია დღეს სპორტის სასახლის ნაცვლად, აქციას სააპელაციო სასამართლოსთან გამართავს

05 ნოემბერი 2024, 11:31 204 ნახვა
 

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მომხრეებს სააპელაციო სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდებს, სადაც დღეს, 15:00 საათზე უბნების ბათილობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა ჩაინიშნა.

როგორც ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო „სასამართლოსთან მისვლა და სამართლიანი განხილვის მოთხოვნა“.

„დღეს, სამ საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა“.

მნიშვნელოვანია დღეს, სამ საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!

შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით სამ საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან“, - წერს ნიკა მელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში