საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს. სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
განმარტავს, რომ დიპლომატიის დღის მილოცვის სურვილი იმ მიზეზით გაუქრა, რომ დიპლომატების უმრავლესობა საქართველოს ევროპული მისწრაფებების უარყოფას დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.
სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ეს დღე 20 წლის წინ მისივე ინიციატივით დაარსდა და სულხან საბა ორბელიანის სახელს უკავშირდებოდა.