სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ განცხადება 

04 ნოემბერი 2024, 11:05 264 ნახვა

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს  ბიულეტენის ხარისხი   ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა. ამასთან ცესკომ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, არჩევნებამდე ორი თვითა და 9 დღით ადრე  თვითნებურად და დაუსაბუთებლად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი. 

სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებით, საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე რამდენიმე ქალაქში, სადაც ემიგრანტი ამომრჩევლების რიცხვი მაღალი იყო, ხმის მიცემის პროცესი გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და არასაკმარისი რეგისტრატორების ფონზე მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში