მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

03 ნოემბერი 2024, 10:02 222 ნახვა

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ.

მოლდოვაში საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

მსოფლიოს 37 ქვეყანაში გახსნილია 234 საარჩევნო უბანი.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ ხმების 42.45% მიიღო, ხოლო, სტოიანოგლომ – 25.98%.​​

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი