საქართველო ქართველი ხალხია და არა, მხოლოდ, ტერიტორია - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარს

02 ნოემბერი 2024, 16:48 262 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიენეს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

პაპუაშვილი იუკნევიჩიენეს განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ:

„კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, თუმცა, პირველ რიგში, მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა“.

პაპუაშვილის შეფასებით, ამგვარი განცხადება მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

„ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი. ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი განცხადება, აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია“, – აცხადებს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი