პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგი

01 ნოემბერი 2024, 20:13 252 ნახვა

„გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია. პარტიის ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია.
გახარიას გუნდის ბრალდებებს უპასუხეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამბობენ, რომ თავმჯდომარის ბრძანებით არის დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია 1 წლის ვადით ინახება.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში