საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

01 ნოემბერი 2024, 14:50 323 ნახვა

მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და კიდევ ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  

ბრალდებულის  ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაა, რომ საქმე ეხება  არა გაყალბებას, არამედ შესაძლოა პროცედურის დარღვევებს.  

პროკურორის განცხადებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერები ადასტურებს, რომ ორივე ბრალდებულმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში