საჩივრების განხილვა ქობულეთში

01 ნოემბერი 2024, 09:53 197 ნახვა
 

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, კენჭისყრის დღეს შესული საჩივრების განხილვის პროცესი დასრულდა. კომისიამ 17-საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა. შესული საჩივრები, ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებზე და პროცედურულ დარღვევებს ეხება. სულ ოლქში 30 საჩივარი დარეგისტრირდა, აქედან 30-ოქტომბერს 12-საჩივარი განიხილა კომისიამ, 31-ოქტომბერს კი 17.

შეგახსენებთ, რომ ერთი საჩივარი, ავტორის მიერ უკან იქნა გამოთხოვილი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ოლქში შესული საჩივრების განხილვა არჩევნების დღიდან, არაუგვიანეს 4-დღის ვადაში უნდა დასრულდეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი