ისრაელის თავდასხმა დასავლეთ სანაპიროზე - დაიღუპა 3 პალესტინელი

01 ნოემბერი 2024, 09:58 354 ნახვა
00:00
00:00

ქალაქ ტულკრამში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროზე მიტანილი თავდასხმის დროს დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვიც.

თავის მხრივ ისრაელის არმია აცხადებს, რომ ისინი ატარებდნენ ოპერაციას „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ,  რაც დროსაც განადგურდა პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს სამედიცინო კლინიკა.

პარალელურად ვრცელდება ცნობები „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებზე განხორციელებული თავდასხმნების შესახებ, რა დროსაც 2 ისრაელელი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი