გამოძიება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე

31 ოქტომბერი 2024, 15:33 117 ნახვა

„პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ფლობენ მტკიცებულებებს არჩევნებისას ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან - მოუწოდებს მათ, გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში“ - აცხადებენ პროკურატურაში. უწყების ინფორმაციით,  გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

სწორედ დღეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე -  პროკურატურაში  საქართველოს პრეზიდენტი გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ გეგმავს.

პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არა აქვს ვალდებულება პროკურატურას მტკიცებულებები წარუდგინოს, რადგანაც გამოძიების ჩატარება და შესაბამისი ფაქტების მოპოვება, მისი თქმით, სწორედ პროკურატურის პრეროგატივაა. გამოძიება საქართველოს პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე ორი დღის წინ დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი