სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ს გაუტოლდა.
სექტემბერში ექსპორტი 17%-ით გაიზარდა და 615.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის.