ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ბიულეტენების ნიმუშის გადაცემას ექსპერტიზის ჩასატარებლად. განცხადება თამარ კორძაიამ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, უნდა დადგინდეს რამდენად შეესაბამება ბიულეტენი ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს.
კორძაიას ინფორმაციით, ბიულეტენის გადაბრუნების შემთხვევაშიც კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.