„ვიმეგობროთ მწერალთან“- აჭარის მწერალთა სახლში ახალი პროექტი დაიწყო. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები 10 მწერალს შეხვდებიან. პირველი შეხვედრა ბელა ქებურიასთან შედგა. პოეტს კითხვები ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეხუთე კლასელებმა დაუსვეს.
საუბარი იყო ლიტერატურაზე, ახალი თაობის წიგნთან სიახლოვის მნიშვნელობაზე , ქებურიამ ბავშვებს მისი ხედვები და გამოცდილება გაუზიარა. ბავშვებს პოეტმა საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსიც წაუკითხა და მათი შექმნის ისტორიებიც მოუთხრო.