საპარლამენტო არჩევნები ხავერდოვნად ჩატარდა, ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს და მზად არის ურთიერთობების განვითარებისთვის - ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი

29 ოქტომბერი 2024, 16:52 215 ნახვა
 

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა ორმხრივი ურთიერთობები შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლინ ჯიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.

„ჩინეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხავერდოვნად ჩატარდა. ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს სცემს და გულწრფელად იმედოვნებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ლინ ჯიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი